მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა რამემ გააძლიეროს - მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორება უკვე ძალიან მარტივია , - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა რამემ გააძლიეროს. წინააღმდეგი ვარ კონსპირაციების, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს ყოვლისშემძლე მითური პერსონაჟი, ასევე წინააღმდეგიც ვარ კონსპირაციების, რომ ყველა მასთან გარიგებულია. ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის ძალიან დაზიანებული და თუ ოპოზიცია იქნება საკმარისად ძლიერი და საკმარისად ჭკვიანურად ივლის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოშორება უკვე ძალიან მარტივია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძე.