საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი და ეს 6 თვე არის გადამწყვეტი. ვერაფერი გააძლიერებს ივანიშვილს და მისი გასტუმრება ძალაუფლებიდან ჩვენი, პოლიტიკოსების მოვალეობაა ხალთან ერთად. - წერს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში:
"მაისში გამოქვეყნდება საქართველო, მოლდოვასა და უკრაინაზე შუალედური მოსაზრებები. საბოლოო შეფასება იქნება ოქტომბერში. როგორც დასტურდება, წინასწარი განწყობა არის უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება, ხოლო საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი და ეს 6 თვე არის გადამწყვეტი. ვერაფერი გააძლიერებს ივანიშვილს და მისი გასტუმრება ძალაუფლებიდან ჩვენი, პოლიტიკოსების მოვალეობაა ხალთან ერთად."