"სანა მარინის პარტია არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ ხვალ ფინეთი ოფიციალურად ხდება ნატო-ს წევრი.
მემარჯვენე ეროვნული კოალიციური პარტია, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის ოჯახის წევრია, ხდება ახალი კოალიციის ლიდერი. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
საგარეო ფრონტზე არაფერი შეიცვლება და რაც მთავარია, უკრაინისათან მიმართებაში.
რუსეთის საზღვარი ფინეთთან - ნატოს საზღვარია. - წერს ხატია დეკანოიძე.