„ამ დღეებში ასევე ვნახეთ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ გაიწვევს გამჭვირვალობის შესახებ კანონს და არ მიიღებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, დასკვნები თქვენთვის მომინდვია, მე კი, ჩემი მხრივ, პირობას გაძლევთ, საქართველოს ინტერესები არაფერზე გაიცვლება." - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის დღევანდელლ სხდომაზე განაცხადა.
"მხოლოდ მივესალმებით, თუ მოხდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა ჩვენს ქვეყანასთან, პირდაპირი ფრენები. ასევე მნიშვნელოვანია, გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ ეს დამოკიდებულება იქნება, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, მაშინ გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც არ დადგება დღის წესრიგში.
გამჭვირვალობის კანონი, რომელიც იქნა მიღებული, ამაზე გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მიღებული იქნა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის მცდელობა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის. ყველა კარგად ვიცით, საიდან ფინანსდებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაციების, სახელმწიფოების მხრიდან დაფინანსებული. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ ეს ყველაფერი იქნეს შეჩერებული. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება დასავლეთიდან შემოსული თანხები. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ – მტერი.
როდესაც გვეუბნებიან, რომ მზად ვართ ვიზალიბერალიზაციისთვის, პირდაპირი ფრენებისთვის, თავისუფალი ვაჭრობისთვის ამერიკასთან, ამას მხოლოდ მივესალმებით და როგორ შეიძლება, ადამიანმა შეაჩეროს ეს ყველაფერი. ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით, თუ აშშ გადადგამს ამ ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არა მექსიკიდან მოუწევთ შესვლა და მექსიკაში რამდენიმე დღის, კვირების განმავლობაში ციხეებში ყოფნა, არამედ ისეთივე ურთიერთობა ექნებათ ჩვენს ქვეყანასთან, როგორიც აქვთ განვითარებულ ქვეყნებთან. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუ მოხდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა ჩვენს ქვეყანასთან, პირდაპირი ფრენები. ასევე მნიშვნელოვანია, გაიხსნას მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ ეს დამოკიდებულება იქნება და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, მაშინ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც, საჭიროებაც არ დადგება დღის წესრიგში.
მისასალმებელია, თუ ეს ნაბიჯები გადაიდგმება, დავინახავთ მეგობრულ ურთიერთობებს და არა მტრობას, რაც კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. მტრობაა, როცა დასავლეთი აფინანსებს რევოლუციურ სცენარს, მტრობაა, როცა დასავლეთი აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, მეგობრები.
საქართველო რომ საიმედო პარტნიორია, ეს არაერთხელ იქნა დადასტურებული. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმეებით და ახლაც მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, დამოკიდებულება. ეს არის ქართველი ხალხის განწყობა, მაგრამ მიუღებელია ისეთი დამოკიდებულება, რომ ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს, გაგვაკეთებინოს ისეთი რამ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი. საქართველოს შეეშვან და თავი დაანებონ. ჩვენ ომიც გამოგვივლია და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოპოვებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, რომელიც „პოლიტიკომ“ მოიპოვა.
საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია
2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.