,,ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს... რამდენიმე თვით ადრე, რა განცხადებები კეთდებოდა ზუსტად იგივე ადამიანებისგან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან?!" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" განაცხადა.
"პირდაპირ მოწოდებები იყო სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით და ჩვენ უნდა გადაგვედგა ნაბიჯი, რომელიც დამანგრეველი იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის, ისევ ის ადამიანები დღეს ვინც გამოდიან, ისინი მოგვიწოდებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გამოუშვებთ ციხიდან, დემოკრატიის თვალსაზრისით უკან დგამთ ნაბიჯს და შორდებით ევროპულ ღირებულებებსო..." - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.