ოპოზიციური პარტიები თუ მოახერხებენ და ერთ პლატფორმაზე იქნებიან წარმოდგენილები, ამას მხოლოდ მივესალმებით, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო სიით შესაძლო წარდგენას.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთი შინაარსის მატარებელია.
„თუ მოახერხებენ ოპოზიციური პარტიები, რომ ერთ პლატფორმაზე იყვნენ წარმოდგენილები, ამას მხოლოდ მივესალმებით. მაგას ვამბობდით, რომ ისინი ერთნი არიან. შეიძლება მათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია შექმნან და განსხვავებული სახელი დაირქვან მაგრამ, შინაარსობრივად ერთნი არიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად ვინ არიან ისინი“, - განაცხადა კახა კალაძემ.