„სამპროცენტიანმა პარტიებმა რა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ? უბრალოდ, სასაცილოა ეს ყველაფერი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.
„სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით? სამპროცენტიანმა პარტიებმა რა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ? უბრალოდ, სასაცილოა ეს ყველაფერი. ილაპარაკონ ერთმანეთში და იყვნენ. არ გინახავთ მსგავსი მოლაპარაკებები? „შალიკოს ფანჩატურში“ შეიკრიბებოდნენ, რაღაცებს მოილაპარაკებდნენ, მერე გამოდიოდნენ და ხელებს უწევდნენ ერთმანეთს, ვითომ ვიღაცამ რაღაცაში გაიმარჯვა. იგივე ხდება დღეს და ხვალ და ზეგაც იგივე განმეორდება. ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა კალაძემ.