ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ ფორმით, თუნდაც აქციით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ცივილიზებულად, კანონის ფარგლებში. არავის აქვს უფლება, რომ მოუწოდოს ხალხს საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებისკენ, ვნახეთ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის მიმართ და ა.შ. ის, რაც გუშინ ვიხილეთ ყველაფერს აცდენილია, ეს არც ევროპულობაა, ესა არის უბრალოდ რადიკალიზმი, რომელიც უცხოური გავლენების მქონე ჯგუფებისგან ფინანსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, სპეციალური დანიშნულების რაზმი წესრიგის აღდგენისთვის ყოველთვის გაატარებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს.
„სპეცრაზმი გამოიყენებს ძალას მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა დგება. როდესაც გქვია მშვიდობიანი მომიტინგე, ამ დროს კი მოუწოდებ მომიტინგეებს, ალყაში მოაქციონ და ბლოკირება მოვახდინოთ პარლამენტის შენობის, ეს არ არის სწორი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი
საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.