თბილისის მერი კახა კალაძე ქართულ ჯარს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს.
"ვულოცავ თავდაცვის ძალების დღეს თითოეულ სამხედროს, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს. დღევანდელ დღეს ვულოცავ ვეტერან სამხედროებს, დიდია მათი წვლილი სახელმწიფოებრიობისა და მშვიდობის განმტკიცებაში.
პატივს მივაგებთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გარდაცვლილ გმირებს, ვინც სამშობლოს დასაცავად ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო.
ხსოვნა და დიდება იყოს მათი! - წერს კახა კალაძე.