9 აპრილი ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მეორე მხრივ, ეს დღე არის ერის გამოღვიძების, ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. 

ამ ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქედს ვიხრით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და ამავე დროს, მომავალ თაობებს გადავცემთ, თუ როგორ გააერთიანა ამ დღემ სრულიად საქართველო, ერთ მუშტად შეკრა საერთო მიზნისთვის, სანუკვარი იდეისთვის- ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.

ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანებისკენ უნდა მივმართოთ. - წერს კახა კალაძე "ფეისბუკში".

ცნობისთვის, რუსი ჯარისკაცების ნიჩაბს 21 ქართველის სიცოცხლე შეეწირა - 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა