9 აპრილის მემორიალთან 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
პარლამენტის წინ მოქალაქეები ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე.
რუსთაველის გამზირზე, მემორიალთან იმყოფებოდა 1989 წლის აქციების რამდენიმე მონაწილეც.
ადგილზე მყოფმა სასულიერო პირმა 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.