9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წელი გავიდა. 

 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა, სოფელ კარდენახში მდებარე, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ტრაგიკულ დღეს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას. 
 
1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა. 

“მადლობა გმირებს, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირეს”, - გიორგი მაჭავარიანი,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი