ვინც ფიქრობდა, რომ ნატოს დრო წავიდა, მათ მოუწიათ უხეშად გამოფხიზლება, როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, ნატოს სამიტის შეჯამებისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მასთან, ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა, თუ როგორ უჭერდა მხარს ნატო უკრაინას ომის პირველ დღეებში.
„დღეს კიევი კვლავ დგას და ნატო იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ნატო არამხოლოდ ძლიერია, ნატო უფრო დიდია“, – განაცხადა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა ისაუბრა ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზეც, შეაფასა სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო.
„მე გავაგზავნე ჩემი გუნდი რეგიონში დეტალების გასარკვევად. ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები შეთანხმებაში, რომლებიც უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ომი ახლავე უნდა დასრულდეს.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ რჩება საპრეზიდენტო რბოლაში მაშინ, როდესაც მისი მეგობრები, თანამოაზრე დემოკრატები მოუწოდებენ, რომ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.
„მე არ ვარ ამ საქმეში ჩემი მემკვიდრეობისთვის, მე ამ საქმეში ვარ იმისთვის, რომ დავასრულო ჩემი დაწყებული საქმე“, – უპასუხა ამერიკის პრეზიდენტმა შეკითხვას.
ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეცდომით დონალდ ტრამპად მოიხსენა.
„მე არ ავირჩევდი ტრამპს ვიცე-პრეზიდენტად, რომ არ ჰქონოდა პრეზიდენტის კვალიფიკაცია“, – განაცხადა ბაიდენმა.
თარგმანი საქართველოს პირველი არხი