ლაშა ბაქრაძე, გარდა იმისა, რომ არაადეკვატური იყო თავისი ფილოსოფიით, ამავე დროს, ბრიყვი ყოფილა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.
„ლაშა ბაქრაძე, გარდა იმისა, რომ არაადეკვატური იყო თავისი ფილოსოფიით, ამავე დროს, ბრიყვი ყოფილა. იმიტომ კი არა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ვინმეს, ლაშასნაირები ჩვენს გოგო-ბიჭებს შეურაცხოფას ვერ მიაყენებენ. ბრიყვი რატომ არის? როცა ახსენებს სააკაშვილს, „ნაცმოძრაობის“ ქალებს და სიტყვა „ნახმარს“, ბრიყვია, მეტს არაფერს ვიტყვი. მეტ პასუხს არ დავუბრუნებ, რა ბრიყვიცაა, თავად დაამტკიცა. დისკუსიაში არ შემოდიან. რომელიმე თემა მითხარით, როცა დისკუსიაში შემოვიდნენ. ლაშასნაირები უხმარ სახეებს ამოეფარებიან და ზურგიდან გველაპარაკებიან, ამიტომაც არიან პოლიტიკურად ნახმარები პოლიტიკურ სანაგაოზე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.