„სირცხვილიაზე“ ე.წ. ლიბერალების შეტევა იყო, რა ცეცხლში გაატარეს ორგანიზაციის წარმომადგენლები, კითხვები აღარ არსებობს, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „სირცხვილიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებშია.

„ახალგაზრდებს უთხრეს, ევროპას გვართმევენო. ევროპულმა ქვეყნებმა უფრო მკაცრი კანონი მიიღეს. ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც იძულებული გახდნენ, საკუთარი ქვეყნები დაიცვან და ამბობენ, კანონი უნდა მივიღოთო. ამ ქვეყანას როგორ ავნონ, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. ეს ორგანიზაცია მართლა სირცხვილია, მაგრამ კანონის მიღების დროს მედროშე იყო, აქციებს მართავდა, გზებს კეტავდნენ და ქვეყანას აჯანჯღარებდნენ. დრო რომ მოვიდა, დავრეგისტრირდებითო. ორი დღე ბულინგი ნახეთ? – ე.წ. ლიბერალების შეტევა იყო, ფაშისტების. რა ცეცხლში გაატარეს ორგანიზაციის წარმომადგენლები, კითხვები აღარ არის, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. კანონი რამდენიმე თვეა, მოქმედებს და საქმიანობა ვინმეს შეეზღუდა? ვამბობდით, ხალხს ატყუებენო და გამართლდა თუ არა? აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებიდან 30-მდე უკვე დარეგისტრირდა, რადგან მათ გაიაზრეს, რომ სახელმწიფო კანონით მოქმედებს. ვინც არ დარეგისტრირდება, რეაგირება მოხდება. კანონი ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებშია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლიდან ცნობილი გახდა, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, „სირცხვილია“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდება. გამოქვეყნებულ ვიდეოში ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

მეორე დღეს კი, მოძრაობა, გუშნდელი გადაწყვეტილება შეცვალა:

მოძრაობა "სირცხვილია" აუქმებს რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას