„ჩვენ ვნახეთ კახი კალაძის მორიგი სამარცხვინო განცხადება და თუ აქამდე, ქართული ოცნების წარმომადგენლები ღიად ლანძღავდნენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ევროპარლამენტარებს, ახლა პირდაპირ კორუფციასა და მექრთამეობაში დაადანაშაულეს, რაც არის უდიდესი სირცხვილი და სკანდალი! მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი, დიახ ის არ უნდა იჯდეს ციხეში და მათ მოუწევთ მისი გათავისუფლება!“- ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
"ჩვენ ვნახეთ კახი კალაძის მორიგი სამარცხვინო განცხადება და თუ აქამდე, ქართული ოცნების წარმომადგენლები ღიად ლანძღავდნენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ევროპარლამენტარებს, ახლა პირდაპირ კორუფციასა და მექრთამეობაში დაადანაშაულეს, რაც არის უდიდესი სირცხვილი და სკანდალი!
კახი კალაძემ, ბიძინა ივანიშვილმა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უნდა შეიგნონ, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი, დიახ ის არ უნდა იჯდეს ციხეში და მათ მოუწევთ მისი გათავისუფლება! ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და რაც შეიძლება სწრაფად, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და არ გადაიდგას კიდევ უკან ნაბიჯები ევროპისკენ.“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, კახი კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ანა ფოტიგას განცხადებას, ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესულ შესწორებაზე, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
ცნობისთვის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის რეპუტაციას კი არ აზიანებს, იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მის მსგავსად მოექცეს მოსახლეობას