„გამოძიების არ დაწყება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ძალადობრივი ფაქტები, თავდასხმები რუსულ სტილში არის ხელისუფლების დაკვეთა, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ და ყველა შემდგომი გამოსვლა ქუჩაში იქნება უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი.“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ დიმა ჩიქოვანის ცემასთან დაკავშირებით.

"გამოძიების არ დაწყება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ძალადობრივი ფაქტები, თავდასხმები რუსულ სტილში არის ხელისუფლების დაკვეთა და შემსრულებლებიც არიან ოლიგარქ ივანიშვილის წარმომადგენლები შსს, სუს-ი, „ქართული ოცნების“ „ტიტუშკები“. შესაბამისად, ისინი არც დაიწყებენ გამოძიებას და არც არავის არ დასჯიან, რადგან ეს იყო ყველასთვის მაგალითი, რომ თუ ვინმე განსხვავებულ აზრზე იქნება, თუ ვინმე გააპროტესტებს რუსულ კანონს, ყველას ასე დასჯიან, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ, კიდევ უფრო მეტი ბრაზია ხალხში, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია და ყველა შემდგომი გამოსვლა ქუჩაში იქნება უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი."- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს და პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დიმიტრი ჩიქოვანისა და გია ჯაფარიძის თავდასხმის ფაქტზებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.