ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ ოპოზიციამ არ ჩაატაროს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია, არ ილაპარაკოს ხალხის პრობლემებზე, მას უნდა დაყოფა, დევნამა, მგრამ მალე მოდის 26 ოქტომბერი და როგორც არ უნდა ეცადონ ხელის შეშლას, პროდასსავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე", -  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ირაკლი ეძგვერაძესთან ერთად გლდანში დაკავებული და შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლის:

"ჩვენ უკვე ველოდებით ადმინისტრაციულ სასამართლოს, ირაკლი ეძგვერეძეს გადმიყვანენ და ის თავად გააკეთებს განმარტებას, რაც შეეხება მომხდარს, ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ ოპოზიციამ არ ჩაატაროს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია, არ ილაპარაკოს ხალხის პრობლემებზე, მას უნდა დაყოფა, დევნა, ჩვენ გვინდა ძლიერი ქართული ოჯახი, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი შემოსავალი, საუბარი ხალხთან. არ გვაძლევს ამის კეთების საშუალებას, მაგრამ მალე მოდის 26 ოქტომბერი და როგორც არ უნდა ეცადონ ხელისშეშლას, 26 ოქტომბერი იქნება ის თარიღი, როცა პროდასსავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე", - განაცხად ირაკლი ნადირაძემ.