"ქართულმა ოცნებამ" და პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოჰპარა მთელ ქუთაისს წარმატების და განვითარების 12 წელიწადი. შეაჩერა რა, ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც დაწყებული იყო მიხეილ სააკაშვილის დროს და ახლა დაპირება, რომ თითქოს ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის ყველაფერს გააკეთებს, ეს არის მორიგი წინასაარჩევნო აფერა" - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. 

"აქამდე ამ ადამიანს არაფერი არ გაუკეთებია და ისეთივე ტყუილი დაპირებაა, როგორიც იყო იაფი ფული, ასი ქარხანა, კომუნალური ტარიფების განახევრება, მილიონი ყველა სოფელს და ა.შ. ეს პროექტები ქუთაისისთვის და მთელი საქართველოსთვის აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ მას შემდეგ, რაც რუს ოლიგარქ ივანიშვილს და მის კორუმპირებულ “ქართულ ოცნებას” მოვაშორებთ და საქართველოში გაგრძელდება ის კეთილდღეობა და აღმშენებლობა, რომელიც იყო 2003 წლიდან 2012 წლამდე.” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ