"ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანატრელი გაუხდეთ სანქციები, იმიტომ რომ ეს არის იმ დონის სკანდალი და დანაშაული, რომ წესით, უნდა დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რასაც შეიძლება, ამ ადამიანების წითელი ცირკულარით ძებნა მოჰყვეს." -   თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ჰელსინკის კომისიის განცხადების შეფასებისას განაცხადა. 

"რაც შეეხება იმას, უნდა დაეწყო თუ არა გამოძიება საქართველოს მთავარ პროკურატურას, რა თქმა უნდა, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეს ასე მოხდებოდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში აწყობილი აქვს კორუფციული პირამიდა, რომელსაც თავიდან ბოლომდე თვითონ მართავს და ამიტომ ეს გამოძიება, რასაკვირველია, არ დაიწყება.

თუმცა, მე ვფიქრობ რომ ჰელსინკის კომისია მხოლოდ განცხადებით არ შემოიფარგლება და ამას მეტი გაგრძელება მოჰყვება საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

შეგახსენებთ,   ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით,  თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის, "ქართული ოცნება" თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა