ბექა ოდიშარია „ნაციონალების“ დროს თამადა გამოძახებით იყო და მაღალჩინოსნების სადღეგრძელოებს ფეხზე დამდგარი სვამდა - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მეცინება, ხოლმე კობახიძე, მდინარაძე კაცობას რომ დაიწყებენ ხოლმე, ან კიდევ ოდიშარია „ნაციონალების“ დროს თამადა გამოძახებით რომ იყო და მაგიდაზე ფეხზე დამდგარი რომ სვამდა ხოლმე მაღალჩინოსნების სადღეგრძელოებს. მეცინება რომ კაცობენ და ტიპობენ. ეს ქალაქი პატარაა და ყველა იცნობს მათ ბავშვობასა, მათ ახალგაზრდობასაც, სტუდენტობასაც და რას წარმოადგენდბენენ ეს ადამიანები. თამადა გამოძახებით რომ იყო ბექა ოდიშარია ეს იცის მთელმა თბილისმა.
შეიძლება მედიას, არასამთავრობოს, ოპოზიციურ პარტიებს დაგვჭირდეს ბოქსზე სიარული, ზოგს აიკიდოზე, ზოგს უშუზე, მაგრამ „ქართულ ოცნებას “ ვურჩევ ახლავე დაიწყოს სირბილზე სიარული, იმიტომ რომ ამ არჩევნების მერე მოუწევთ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით და სირბილით ამ ქვეყნიდან გაქცევა“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.