„ქართულ ოცნებას“ სურს ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება და კურსის თამაში მათი ნება-სურვილის მიხედვით, ეს არის მათი ერთადერთი წუხილი.“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
„ქართული ოცნების“ წუხილი არის ერთადერთი, რომ მათ ვერ დანიშნეს წევრი, რადგან უნდათ ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება, რომ ბოლომდე ათამაშონ კურსი მათი ნება-სურვილის მიხედვით, რადგან ივანიშვილს, სადაც ბევრი ფულია, უნდა რომ ის სფერო ბოლომდე აკონტროლოს, ისევე როგორც ხდება ყველა სფეროში, რომელიც ეხება ნავთობს, გადაზიდვებს, ენერგომატარებლებს და ეროვნული ბანკიც არის მისი ინტერესის, რა თქმა უნდა, უდიდესი სფერო „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები გამოთქვამენ წუხილს ამის გამო, რომ გვიანდება, რომ ბოლომდე ყველა წევრი აკონტროლონ.” – ასე გამოეხმაურა ირაკლი ნადირაძე „ქართული ოცნების“ განცხადებას, ეროვნული ბანკის წევრის არჩევასთან დაკავშირებით.