ასეთი დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანია, რომელიც ID ბარათებს უფასოდ აიღებს. რეგულაციებზე ჩანაწერს რაც შეეხება, იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაც რაღაც შეხედულების გამო მაინც არ აქვს სურვილი, რომ აიღოს ახალი ბარათი, მასაც ექნება საშუალება, აიღოს ოღონდ დროებით, ერთთვიანი ძველი პირადობის მოწმობა. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"ამით ვასრულებთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციას, რომელიც გვეუბნება, რომ ახალ აიდი ბარათებზე კამპანია იყოს, რომ მოქალაქეებმა ახალი აიდი ბარათები აიღონ, მაგრამ უზრუნველყავით ის, რომ ყველამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამ სამასი ათასი ადამიანის უდიდესი რაოდენობა ID ბარათებს აიღებს და დაახლოებით რამდენიმე ასეული შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა შეხედულების გამო აიღოს ძველი პირადობის მოწმობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.