„ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს ისეთი სიხშირით ატარებენ, რომ, მგონი, პარლამენტის მორიგი არჩევნები საერთოდ გამორჩებათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი გამოსავალი მაინც აქვს, თავმჯდომარის პოსტი გააუქმონ და თავმჯდომარის სკამი მავზოლეუმში, სააკაშვილთან მიიტანონ.
"ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ რეკომენდაცია მაქვს – თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში – მელია, შაბათ-კვირას კი ხელჩაკიდებულებმა იარონ ხან კვიპროსში, ხან „ვივამედში“. ასე ერთიანად პარტიას გადაარჩენენ და არჩევნებამდე მივლენ. სხვა გამოსავალი არ არის, თუმცა ერთი მაინც არის: თავმჯდომარის პოსტი გააუქმონ და თავმჯდომარის სკამი მავზოლეუმში, სააკაშვილთან მიიტანონ, სადაც დახვდებათ ბოტასები და ამ თანამდებობისთვის ბრძოლა აღარ იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.