რუსეთმა თუ წააგო, პუტინი თუ გაიქცა, მგონი ბიძინაც გაიქცევა, ბიძინა თუ გაიქცევა ხელისუფლება დაიბნევა - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრნიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მომრავლდა ინტერნეტ ცოტნე დადიანები, რომლებიც სამშობლოსთვის თავგანწირულად იბრძვიან და ჩასაფრებულები არიან, მიდი აბა რას გააკეთებ. მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერ საარჩევნო მანქანად იმიტომ, რომ მაინც არჩევნებით მოხდება ამ ხელისუფლების გასტუმრება.
ჩვენ დამოკიდებული ვართ უკრაინის ბრძოლის ველზე. რუსეთმა თუ წააგო, პუტინი თუ გაიქცა, მე მგონი ბიძინაც გაიქცევა, ბიძინა თუ გაიქცევა ხელისუფლება დაიბნევა“- აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.