თბილისის გასტრონომიული კვირეულის მეხუთე სეზონი მასშტაბური პროგრამით გაიხსნა. 

წლევანდელი კვირეული საიუბილეოა, რადგან პროექტი უკვე მეხუთედ იმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მიშელინის ვარსკვლავის მქონე შეფები და ასევე იქნება უპრეცედენტო კულინარიული კოლაბორაციები.

გასტროკვირეულის მთავარი მისია თანამედროვე ქართული გასტრონომიული პლატფორმის შექმნა, ახალი იდეების გაზიარება, ქართული პროდუქტებისა და ღვინის კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციაა. წლევანდელი საიუბილეო პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გასტრონომიისა და ღვინის შეხამებაზე.

საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი 7 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მას თბილისი და კახეთის რეგიონი უმასპინძლებს