კობახიძის ბოდვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ ვარ სპეციალობით ფსიქიატრი - ასე გამოეხმაურა პარლამენტარი გუბაზ სანიკიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ელოდებიან კამპანიას „ფრი ესებუა“.
„კობახიძის ბოდვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ ვარ სპეციალობით ფსიქიატრი და ამიტომ კომპეტენტური მოსაზრება არ მაქვს. რომ ბოდავს ვიცი დანამდვილებით, მიზეზი და გამომწვევი ფაქტორები არ ვიცი. ისე, რაც ურო ნაკლებად ვისაუბრებთ კობახიძისნაირ განცხადებებზე, უფრო თავისუფალი დრო გვექნება სერიოზული საკითხებისთვის“- აღნიშნა სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.