თუ რუსული ჯარი შემოიჭრა, იმ ქართველებს, რომლებიც ითანამშრომლებთ რუსებთან, ისე მოგექცევით, როგორც მოღალატეებს - ამის შესახებ პარლამენტარმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„როცა მტრის ჯარი შეიჭრება ამა თუ იმ ქვეყანაში - ახლა ვყვები „აი, იას“, იქაურ მთავრობას აქვს სამი გამოსავალი, ან უნდა იბრძოლოს, თუ ბრძოლის უნარი და ძალები არ გააჩნია, ემიგრაციაში წავიდეს, ან ითანამშრომლოს დამპყრობელთან. ამ თანამშრომლობას ჰქვია კოლაბორაცია და კოლაბორაცია ჩვენებურ ენაზე ღალატს ნიშნავს. თუ რუსული ჯარები შემოიჭრებიან და საქართველოს დაიპყრობენ, ის ქართველები, ვინც ითანამშრომლებთ და აპირებთ თანამშრომლობას რუსებთან, მოგექცევით ისე, როგორც კოლაბორაციონისტებს, ანუ მოღალატეებს. ვინც საკუთარ თავზე მიიღეთ ეს, ე. ი. მოღალატეები ხართ - ეს არის ანი და ჰოე“ - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.