ჩვენი მოსახლეობის ერთი ნაწილი არის ბარბაროსი, გამოქვაბულში ცხოვრობს, სიახლეების პირუტყვული შიში აქვს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პარლამენტარმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
 

„ჩვენი მოსახლეობის ერთი ნაწილი არის ბარბაროსი თავისი ცნობიერებით, გამოქვაბულში ცხოვრობს. სიახლეების პირუტყვული შიში აქვს, არ უნდა ამ გამოქვაბულიდან გამოსვლა და პერიოდულად ქვებს ისვრიან იქიდან. ამ პროცესში ვართ ახლა ჩვენ. მაინც მთავარი განმსაზღვრელი ცვლილებებისა, ეს იქნება ახალი ეპოქა. ასეთი ცვლილებები ისტორიამ იცის, როგორც წესი პანდემიის და ომების შემდეგ. ახალი ეპოქა როდესაც დადგება, ამისი მთავარი განმსაზღვრელი  არის, რა თქმა უნდა, დიდი კონტინენტური ომი ევროპის ტერიტორიაზე. ომები ცვლიან კაცობრიობას და ძალიან ხშირად პროგრესსაც იწვევენ იმიტომ, რომ ძველი დამპალი, გადაუწყვეტელი პრობლემები გროვდება და ... პუტინმა ასე ჩათვალა, რომ ომია ერთადერთი გამოსავალი. მაშინ სხვებმაც ასე ჩათვალეს. შენ თუ ხმალი ამოიღე, მაშინ მაგ ხმლით მოგაჭრიან თავს. დასავლური ცივილიზაცია, რამდენადაც ჰუმანურია და დაფუძნებულია ქრისტიანულ ფასეულობებზე, იმდენად დაუნდობელია ომის დროს და ეს ვერ გაიგეს ამათმა, არიან ტალახიდან მოზელილი ხალხი, ბოგანოები, პლებეები, ბოგოლები, რა დავუძახო კიდევ. ჰალსტუხს რომ გაიკეთებენ და კოსტიუმს რომ ჩაიცვამენ - რამე კი არ გეცვლებათ თქვე უბედურებო, ხართ ბოგანოები, ტყიდან გამოვარდნილები, ბიძინას ნაირები სუყველა“- აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.