გამოკითხულთა 60%, როგორც ჩანს, თვლის, რომ სურს საკუთარი ფავორიტი პარტიები იხილოს არჩევნებში. ამ ადამიანებს, ამავე დროს, აქვთ ცვლილების ძალიან კონკრეტული და მკაფიო განცდა, - ამის შესახებ პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

"საზოგადოება არის საინტერესო ფენომენი. მას ბევრი სხვადასხვა ტიპის ადამიანი ჰყავს, სხვადასხვა პროფესიის, მისწრაფების ადამიანი. ჩვენ ვიცით რაღაცები ამ საზოგადოებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ვიცით ის, რომ ის არის ოპოზიციური. მათ შორის, ჩვენი კვლევის თანახმად, რომ მას სურს არჩევნების მეშვეობით ხელისუფლების შეცვლა და ამავე დროს, სურს, რომ არჩევნებზე შეეძლოს მისვლა. სურს, რომ მისთვის სასურველი პარტიები იქ იყოს. ასე აჩვენა ძალიან დიდი, ძალიან დამაჯერებელი მარჟით. სხვათა შორის, მეც არ ველოდი ამხელა მარჟას. შეიძლება მქონოდა გარკვეული ტიპის მოლოდინები, მაგრამ ამხელა ნამდვილად არა. მაგრამ, აბსოლუტური უმრავლესობა, გამოკითხულთა 60%, როგორც ჩანს, თვლის, რომ სურს საკუთარი ფავორიტი პარტიები იხილოს არჩევნებში. ამ ადამიანებს, ამავე დროს, აქვთ ცვლილების ძალიან კონკრეტული და მკაფიო განცდა. მარტო არჩევნებში კი არ უნდათ მონაწილეობის მიღება, ისინი ამბობენ, რომ გამოცხადდებიან, მივლენ და აირჩევენ დამაჯერებელი უპირატესობით საქართველოს დემოკრატიულ ძალებს, სხვანაირად ოპოზიციას. 2-3-4-ჯერ ვუგებთ "ქართულ ოცნებას" ყველა მსხვილ წერტილში ამ კვლევის თანახმად. ჩვენ არ გვითქვამს, რომ "ძლიერმა საქართველომ" იმსჯელა და გავდივართ [არჩევნებზე]", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.