სამწუხაროდ ყველას კარგად გვახსოვს სანდრო გირგვლიანის წამების შემზარავი ამბავი, ქართული საზოგადოების პროტესტი და ამ ყველაფერზე ეროვნული და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება -გამაოგნებელს უწოდებს სტრასბურგი მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების არაადამიანურ ქმედებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და ა.შ...მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდადებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში "ჯილდოს იმსახურებს"...მოდი ვიყოთ გულახდილები და ვეცადოთ" - ამის შესახებ მე-10  მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.

"დავიცალოთ პოლიტიკური გრძნობებისგან - ჩვენ ხომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო გადაეცა.