ერთერთი კრახი ამერიკის პოლიტიკის არის საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მუშაობა - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ . ერთერთი კრახი ამერიკის პოლიტიკის არის საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მუშაობა, სადაც აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გააკრიტიკა.
„ვფიქრობ, რომ ამ ქალბატონმა იმდენი დააშავა ქართულ - ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება. ერთერთი კრახი ამერიკის პოლიტიკის არის საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მუშაობა. ერთადერთი პროამერიკული ქვეყანა რეგიონში არის საქართველო - იყო, დღესაც არის და იქნება კიდეც, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი და პირადად მე, არასოდეს დავივიწყებთ 90-იან წლებში გემებს რომ ველოდებოდით ფოთში ამერიკიდან გამოგზავნილი ხორბლით. 30 წლის თავზე ვხედავთ წმინდა ბოლშევიკურ მოქმედებას, როდესაც სიმართლე სიმართლე არ არის, ცილისწამება ცილისწამებაზე მოდის“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.