რეჟისორი გოგა ხაინდრავა 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას Twitter-ზე ეხმიანება.

„20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი - ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს - გახარია.
ანუ, 20-ში კოქტეილი იყო მოლოტოვის! ხოლო 8-ში - ფონ დერ ლაინის!
ვაშაა! შინ ევროპისკენ!“, - წერს გოგა ხაინდრავა.