თუ რუსული ავიაკომპანიები იფრენენ საქართველოში, საერთაშორისო იზოლაციაში მოვექცევით - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ბევრი მეკითხრბა: რა მოხდება თუ რუსული ავიაკომპანიები იფრენენ საქართველოში?
პასუხი: შეწყდება ფრენები ევროპის მიმართულებით, ანუ იზოლაციაში მოვექცევით. ამიტომ ამის გატარება დაუშვებელია!
#არარუსეთს - წერს გიორგი ვაშაძე "ფეისბიკში"
ცნობისთვის, 15 მაისიდან რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს