ვინ დაავალა ღარიბაშვილს, რომ იყოს დედა, ივანიშვილმა ხომ არა? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„მაქსიმალურად გვერდში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს, დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაინტერესებს, ვინ დაავალა ღარიბაშვილს, რომ ის იყოს დედა, ვინ უთხრა ეს, რომ გამოდის და ამ ცრუ დილემებს აყენებს, ვინ უთხრა მას მამა უნდა გახდეს დედა, გვიპასუხოს. მთელი „ქართული ოცნება“ რომ დაეწყო და ყველა ამას ამბობს, ვინ დაგავალათ თქვენ, რომ იყოთ დედები მამებს, ან მამებს დედები, ივანიშვილმა ხომ არ დაგავალათ? სხვა დამვალებელი თქვენ არ გყავთ. ანუ ამ დეზინფორმაციებს რატომ უნდა ვებრძოლოთ, სამწუხაროდ, დიდი ხანი ერთი და იმავეს რომ იმეორებენ, ვიღაცებს რაღაცებს აეჭვებენ“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.