სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გიორგი ლილუაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მივმართავ, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, პირდაპირ გეუბნებით - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაციაა რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გაგვსვარონ მე და ჩემი ძმა, თითქოს ქოლცენტრებთან რაიმე კავშირი გვაქვს. ეს არის 100-პროცენტიანი ტყუილი. ქოლცენტრების უკან დღეს თუ ვინმე დგას, ეს „ქართული ოცნებაა“, უფრო სწორად, რუსული ოცნება, რომელიც თავიდან ბოლომდე ფინანსდება ამ ქოლცენტრების თაღლითური სქემით. ამას მფარველობენ სუს-ის, შსს-ს, პროკურატურის პირველი პირები. წარმოუდგენელია, ასეთი თაღლითური სქემა არსებობდეს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ამბობენ ისინი უარს საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებაზე, რითაც პირდაპირ აღიარებით ჩვენებას აკეთებენ, რომ თვითონ დგანან ქოლცენტრების უკან. ახლა უნდათ, ისრები გადმოიტანონ აქეთ.
აუცილებლად დავუკავშირდები და შევეცდები, გავიდე გერმანელ სამართალდამცავებთან, რომელთაც მაქსიმალურად მივაწვდით იმ ინფორმაციას, რასაც მოვაგროვებთ. ხაზგასმით ვამბობ, რომ ევროკავშირში ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ, რათა ეს თაღლითი მავნებლები, კრიმინალები მიეცენ პასუხისმგებაში. მათ შორის ევროპელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ქოლცენტრების უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები, დამნაშავეები. ლილუაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს მივმართავ, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ. თქვენ გინდათ, მე გავჩერდე ან ჩვენ უკან დავიხიოთ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში. ვერ მოგართვით, ეს არ მოხდება არცერთ შემთხვევაში. მე ცამდე მართალი ვარ, ცამდე მართალია ჩემი ძმა და ყველანი, ვინც ვიბრძვით თქვენი მავნებლური, თაღლითური, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. სამართლიანობა იზეიმებს ამ ქვეყანაში და თქვენ იქნებით პასუხისმგებაში მიცემული. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. არ გეგონოთ, რომ ასე უბრალოდ რაღაც ბრალდება წამომიყენეთ და გავატარო ეს ბრალდება ერთი პრესკონფერენციით. აგერ მე და აგერ თქვენ. მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, აუცილებლად მოგიწევთ ამაზე ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნება, რომლითაც ხელს ითბობთ.
სამი რამით ფინანსდება დღეს „ქართული ოცნება“ – ქოლცენტრების თაღლითური სქემით, კონტრაბანდით, რომელსაც რუსეთთან აწარმოებენ და კორუფციით, რომელიც აღვირახსნილ მასშტაბებსაა მიღწეული და აქეთ გინდათ, ჩვენზე წამოიღოთ? გამოხვიდე, დააბრალო და მერე ატრიალო ტროლ-ბოტებით სოციალურ ქსელებში, თუ შენი კონტროლირებადი მედიების მეშვეობით. ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, პირდაპირ გეუბნებით. ყველას მოგიწევთ პასუხისმგებლობა ამ მძიმე ბრალდებაზე, რომელიც წამომიყენეთ. მე მივაწვდი ინფორმაციას ევროპელ სამართალდამცავებს, ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ, რათა ყველა თაღლითი, მძარცველი, დამნაშავე იყოს ციხეში და სიმართლემ, სამართლიანობამ იზეიმოს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე №75 -ში მდებარე შენობაში სამართალდამცველები შევიდნენ. გავრცელებული ინფორმაციაში ანონიმური ზარი შევიდა საგამოძიებო უწყებაში და ე.წ. ქოლცენტრისა არსებობის შესახებ განაცხადა.
ქართულ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, შენობა, სადაც საგამოძიებო უწყება შევიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და უკრაინის რადას უმრავლესობის ლიდერს, "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელს დავით არახამიას და მის ძმას, მიხეილ არახამიას. ეკუთვნის.
როგორც გაირკვა, შენობა შპს "მისანის" საკუთებაა, რომ ერთ-ერთი მეპატრონე გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე. რომელმაც მედიასთან განაცხადა, რომ ე.წ. ქოლცენტრებზე არაფერი სმენია.
შენობის 25% მეკუთვნის მე - "ქოლცენტრზე" არასდროს არაფერი მსმენია, ადრე იქ იყო ფრანგული ინსტიტუტი - აცხადებს დავით ვაშაძე.