სამცხე-ჯავახეთი "გემოფესტისთვის" ემზადება.
ახალციხეში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გასტრონომიული ფესტივალი გაიმართება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე „გემო ფესტი“ დღეს, 15:00 საათიდან გაიხსნება.
ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ იშვიათი, ტრადიციული მესხური კერძები ახლებური ვარიაციებით და გაეცნონ ადგილობრივ ნაწარმს. ფესტივალს მუსიკალური პროგრამაც გააფორმებს. „გემო ფესტი“ სტუმრებს ღამის 12:00 საათამდე უმასპინძლებს.
"გემოფესტის" ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი, აგრო ზონა, საბავშვო სივრცე, კვების ობიექტები.
ფესტივალში წარმოდგენილი იქნება 13 ადგილობრივი მეწარმე. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სამცხე-ჯავახეთის კულინარიულ ტრადიციებს, ასევე დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები.




