პირველი, ვინც „პოლიტიკურ პროსტიტუციას" ეწევა, არის „ოცნება" - ჩემი სახელიც კი ახსენეს ამ უნამუსოებმა - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, ვუსამძიმრებ ოჯახებს და სრულიად საქართველოს, დღეს არის გლოვის დღე და ვფიქრობ, რომ ეს არის უმძიმესი ტკივილი , შოკიდან ვერ გამოვდივარ, რაც მოხდა. რაც შეეხება, ხელისუფლების ქმედებას, უამრავი არამხოლოდ კითხვა, არამედ კონკრეტული დასკვნები გვაქვს, თუ რა გაკეთდა და როგორ, მაგრამ დღეს არის გლოვის დღე, ამ დეტალებში არ შევალ. უახლოეს დღეებში აუცილებლად იქნება ღიად მსჯელობა და დისკუსია, რატომ მოხდა ამ მასშტაბის ტრაგედია. ვინ არის ამაში დამნაშავე. პირველი, ვინც "პოლიტიკურ პროსტიტუციას" ეწევა, არის "ქართული ოცნება" გამოვიდნენ, ჩემი სახელიც კი ახსენეს ამ უნამუსოებმა.
ყველამ ერთად უნდა აგოს პასუხი ადამიანების სიცოცხლეებზე, რომლებიც დავკარგეთ ამ უმძიმეს დღეებში" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.