„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას გიორგი მარგველაშვილთან კარგი ურთიერთობა აქვს.
„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ გიორგი მარგველაშვილს, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან, ხშირად მივსულვარ და აზრიც მიკითხავს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მთავარია, ვინ ხედავს თავის თავს იმ დიდ, მძლავრ გამარჯვების პლატფორმაზე, ეს არის მთავარი და არა ის, ჩვენ ვის ვხედავთ. პირიქით არის, ვისაც ხალხი ხედავს, ვინც თავის თავს ხედავს ხალხთან ერთად, ყველასთვის გზა ხსნილია“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.