ხელისუფლების პროპაგანდა იმდენად შორს წავიდა, რომ უფლის სწავლება სახარებიდან ორი ბატონის ვერ მსახურებასთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძეს მიაწერეს - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ყველა ზღვარს გადავიდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. ცდილობენ, რომ შემთხვევა არ გაუშვან ხელიდან დასავლეთისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციისთვის.
ხელისუფლების პროპაგანდა იმდენად შორს წავიდა, რომ უფლის სწავლება სახარებიდან ორი ბატონის ვერ მსახურებასთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძეს მიაწერეს.
გასაგებია, რომ ქვეყანას მტრობთ, რომ ორი წიგნი არ წაგიკითხავთ, ქრისტიანობის დამცველობაზე რომ გაქვთ პრეტენზია, სახარება მაინც ხო უნდა გქონდეთ წაკითხული.
ყველაფერი ნათელია, რეჟიმი ღიად ჩადგა მტრის სამსახურში და საჭიროა მოქმედება და დღეს ამ მოქმედებისთვის ნამდვილად არის ყველაზე ხელსაყრელი „ნაციონალური მოძრაობისა“ და ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დაფუძნებული გამარჯვების პლატფორმა.
საქართველო აუცილებლად გახდება ეროვნული ღირებულებებითა და ქრისტიანობით ევროკავშირისა და ნატოს წევრი!
საქართველო გაიმარჯვებს! “ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.