"ახალი არჩევნები ჩაინიშნება თავისთავად თუ დაიშლება ეს მმართველი პარტია. რაც არის მისი გარდაუვალი მომავალი, თუ თვითონ არ მოვა ახლა გონს და არ დანიშნავს არჩევნებს. ასე რომ ორი აზრი არ არის, ეს არჩევნები დაინიშნება. " - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
"მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი, როგორი იქნება პარტიების გაშლა ახალ არჩევნებში და ჩემი ამაში მონაწილეობა, ეს არის ხვალინდელი კითხვა" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, 2024 წლის 14 დეკემბერს ცესკოს სხდომაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაითვალეს. შედეგების თანახმად, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.
ცესკოს სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმი, რომელიც საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა.