რასაც „ოცნება“კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ასრულებს, მოღალატეობრივ მცდელობას წარმოადგენს - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„ე.წ. აგენტების კანონის განხილვა, რასაც კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ასრულებს „ქართული ოცნება“, წარმოადგენს მოღალატეობრივ მცდელობას, საქართველოს წაართვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა და ამავე დროს, შეინარჩუნონ ძალაუფლება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი“, - წერს გიორგი გახარია.