საერთოდ არ არის საინტერესო დღევანდელ მოცემულობაში გიორგი გახარია რას იტყვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში სხვა საკითხებია მნიშვნელოვანი.

„რაც ოპოზიციაში გადავიდა, არ მაინტერესებს. იმიტომ, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არის პრიორიტეტული ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები აქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ პრიორიტეტების გათვალისწინებით, რომელიც მოდის ხალხის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვა, იყო თუ არა გახარია ქვეყნის ხერხემალი, დედაქალაქის მერმა დააზუსტა - „ხერხემალი ჩვენ ერთი გვყავდა. იცით, ვინ იყო ხერხემალი? ხომ იცით, ვინ იყო ხერხემალი?“

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა: ივანიშვილი რუსულ საქმეებს ვერ მავალებდა, რადგან მე მისთვის მარტივად შემეძლო მეთქვა - არა

ასევე, გახარია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფარულად პატარა, მშიშარა ბიჭებს მართავს და წერილებით გველაპარაკება - გამოვიდეს, პატივი სცეს ქართველ ხალხს