საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, პარტია "საქართველოს" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცული უნდა იყოს და მასზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა, რადგან რა არ უნდა იყოს, სააკაშვილი მაინც საქართველოს პრეზიდენტია.
"მიშა სააკაშვილი რა თქმა უნდა დამნაშავეა, თუმცა რაც არ უნდა იყოს, სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია. სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არის პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა. სააკაშვილის დღევანდელი საკითხი არის აბსოლუტურად ჰუმანიტარულ განზომილებაში. მისი პერსონალური ტრაგედია არის იმაში, რომ მისი კოლეგებიც პოლიტიკურ განზომილებაში იყენებენ მიშას საკითხს.
მას არავინ აღარ დარჩა ევროპარლამენტარების გარდა.
მის თანაგუნდელებს თუ მართლა ადარდებთ მისი მდგომარეობა შეუძლიათ სტრასბურგს მიმართონ და დროებითი ღონისძიებები მოითხოვონ, მაგრამ პოლიტიკური საკითხია ეშინიათ", - განაცხადა გიორგი გახარიამ ტვ "პირველის" ეთერში.