„ქართული ოცნების" ყველაზე დიდი და ტრაგიკული შეცდომა არის ის რომ ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რამდენიმე თაობის კონსენსუსს ჩვენს საზოგადოებაში, რომ საქართველოს მომავალი არის დასავლურ, ევროპულ ოჯახში სრულფასოვან წევრებად და ეს ყველა საუბრები მრავალ ვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე, ან ნეიტრალიტეტზე, ანუ მსგავს სისულელეებზე, რომელზედაც დღეს „ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ, რა თქმა უნდა, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში საპროტესტოდ,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„დღეს უკვე ყველა, განსაკუთრებით ევროკავშირში დარწმუნებულია იმაში, რომ „ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს. ყველაზე დიდი და სამწუხარო, რასაც ჩვენ ვხედავთ, ნებისმიერი ნდობა დღეს ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არის განადგურებული. ყველას აქვს კითხვა, როგორ შეიძლება მმართველმა ძალამ, რომელმაც ერთი წლის წინ უპირობოდ ამ კანონთან არმობრუნების პირობა დადო, დღეს ისევ უბრუნდება ამ კანონს. მთელი ჩვენი ტრაგედია და პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ აი ამ გზით მსგავსი კანონების წარდგენით და დამტკიცებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ჩვენი ადგილი არის ავტორიტარული რეჟიმების გვერდით, იქ სადაც რუსეთი იფართოებს თავის გავლენებს და არა დემოკრატიული ქვეყნების და ევროპის რიგებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიილტვიან. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ,,ქართული ოცნების" ყველაზე დიდი და ტრაგიკული შეცდომა არის ის რომ ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რამდენიმე თაობის კონსენსუსს ჩვენს საზოგადოებაში, რომ საქართველოს მომავალი არის დასავლურ, ევროპულ ოჯახში სრულფასოვან წევრებად და ეს ყველა საუბრები მრავალ ვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე, ან ნეიტრალიტეტზე, ანუ მსგავს სისულელეებზე, რომელზედაც დღეს „ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ, რა თქმა უნდა, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში საპროტესტოდ, რაც სამწუხაროა ",- განაცხადა გიორგი გახარიამ.