უსამართლობის განცდა ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემაა, როდესაც ეკონომიკა მართლაც იზრდება და ეს ფული მხოლოდ 20-25 ოჯახზე ნაწილდება - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს:
ჩვენ არავის მტრები არ ვართ, მაგრამ ყველამ ვინც ხალხის ფული მოიპარა უკან უნდა დააბრუნოს. ჩვენი გუნდი იბრძოლებს სამართლიანი წესრიგისთვის, რომ ამ ქვეყანაში უსამართლობამ და კორუფციამ ვერ გაიხაროს. უსამართლობის განცდა ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემაა, როდესაც ეკონომიკა მართლაც იზრდება და ეს ფული მხოლოდ 20-25 ოჯახზე ნაწილდება. საქართველოს მსგავს ქვეყანაში კორუფცია დანაშაულზე მეტია, ეს ქვეყნის და ხალხის ღალატია.