ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარლამენტში რუსული კანონის განხილვას გამოეხმაურა.
გიგა ბოკერიას თქმით, მავნებლური შინაარსის გარდა, რომლის მიზანიც ყველა ოპონენტისთვის და მათთვის, ვისაც ვერ აკონტროლებს, აგენტის იარლიყის მიწებება, ამ ეტაპზე რუსული კანონის დაბრუნების მთავარი ამოცანა საზოგადოების მორალურად გატეხა.
„მისივე თქმით, ივანიშვილი ფაქტობრივად გვეუბნება, ერთი წლის წინ რაზედაც უკან დავიხიე და ვთქვი, რომ უპირობოდ გავაბრუნეო, ახლა, როგორც მეტასტაზები ბრუნდება ხოლმე ორგანიზმში მკურნალობის შემდეგ, ისევ დავაბრუნებ ამ კანონსო. ამიტომ, აუცილებელი მგონია მშვიდობიანი პროტესტის ზრდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“ - თქვა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს. რის გამო, დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
საკომიტეტო მოსმენის პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია - "არა რუსულ კანონს!" მიმდინარეობს.
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ