მთავარი გზავნილი რა არის? - მტრის იდენტიფიცირება ხდება, რომ მტერი რუსეთი კი არა დასავლეთია. ანუ, კანონმდებლობაში კი არ არის საქმე, მტერს სად ხედავ, რა განწყობილებებს აღვივებ საზოგადოებაში, რა პოზიციებს აძლიერებ, ეს არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ამოცანა.
„ივანიშვილის რეჟიმმა, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ დასკვნა გააკეთა, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას სჭირდება სულ შეტევაზე ყოფნა და მერე შეიძლება ტაქტიკურად სადღაც უკან დაიხიოს. თვითონ უნდა იყვნენ მუდმივად შეტევაზე - თქვენ ომი გინდათ, თქვენ გინდათ ჩვენი ქართველობის წართმევა, ტრადიციული ღირებულებების დანგრევა და ყველა ვინც ამ გზავნილებით არის, უნდა იყოს მტრად შერაცხილი და ეს კანონიც [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"] ხომ მაგისთვის უნდათ. მთავარი გზავნილი რა არის? - მტრის იდენტიფიცირება ხდება, რომ მტერი რუსეთი კი არა დასავლეთია. ანუ, კანონმდებლობაში კი არ არის საქმე, მტერს სად ხედავ, რა განწყობილებებს აღვივებ საზოგადოებაში, რა პოზიციებს აძლიერებ, ეს არის ამ კანონის ამოცანა. რა თქმა უნდა, გათვლა აქვთ, ალბათ, იმაზე, რომ იმის გამო რომ იდენტური არ არის გარემოებები ახლა, არ მოჰყვება ამას იმ ხარისხის პროტესტი, როგორც იყო შარშან. ჩვენი ამოცანაა, ამას მოჰყვეს სერიოზული პროტესტი და მინიმუმ ამ ამბავმა კიდევ ერთხელ მოგვცეს ხელში ინსტრუმენტი, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი იყოს ფხიზლად და მობილიზებული არჩევნებზე, მშვიდობიანი პროტესტის პარალელურად",- განაცხადა ,,ტვ პირველის" ეთერში გიგა ბოკერიამ.