ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია NDI-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრასა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსალოდნელ გაყალბების მცდელობას გამოეხმაურა.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია NDI-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრასა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსალოდნელ გაყალბების მცდელობას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ყველაფერი ოპოზიციასა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, თუ იქნება საზოგადოების მაღალი აქტიურობა, დიდი კონსესუსი და გამოიხატება ნება, მაშინ არჩევნები ვერანაირად ვერ გაყალბდება.
„კამპანია იმის შესახებ, რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია, აწყობს ქართულ ოცნებას, რათა უიმედობა დანერგოს. სწორედ ეს სურთ მათ, რომ მსგავსი წინასწარი კლიმატი შეიქმნას. ჩვენი პარტნიორების ინფორმირება ამ მეთოდებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
ყველა ტიპის ზეწოლა, მიუხედავად იმისა, თუ რა ეფექტს გამოიღებს, გამოსაყენებელია, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველაფერი არა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, არამედ საზოგადოების აქტიურობით წყდება“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ