შესაძლოა, პრეზიდენტს დეკემბრის შუა რიცხვებიდან პოლიტიკური ამბიცია გაუჩნდეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„დღეს შიდა პოლიტიკისთვის სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, არ სცალია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მთელი ძალისხმევა საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით არის მიმართული. შესაბამისად, დეკემბრის შუა რიცხვებამდე ის ასეთ ნაბიჯს ვერ გადადგამს. დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, შეიძლება, რომ მას ამის ამბიცია გაუჩნდეს. კონსტიტუცია პარტიაში მონაწილეობას უზღუდავს, მაგრამ პოლიტიკურ აქტივობებს სხვადასხვა ფორმები აქვს. იგი პოლიტიკოსია, ინსტიტუციური ლიდერი, მისთვის შეზღუდვა პოლიტიკურ პროცესში რაიმე კონსტიტუციური დასაშვები ფორმით მონაწილეობის მიღების, სრული აბსურდია", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.